შეჩერდეს გამოსახლებები! - პატიმრობიდან გათავისუფლებული ლექტორები აქციაზე მივიდნენ
პატიმრობიდან გათავისუფლებული ლექტორები აქციაზე მივიდნენ. გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა ახლა იმ მსვლელობაში დგანან, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიემართება. მოქალაქეეები მევახშეების მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებენ და სახელმწიფოს სთხოვენ, დააწესოს მორატორიუმი გამოსახლებაზე.
აქციის მონაწილეების ბოლო გაჩერება საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
საზოგადოებაში, სადაც სირარიბე ასეთ მაღალ დონეზეა და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება მთელი ქვეყანა, გამოსახლებების პოლიტიკის მიმართ მსგავსი ტიპის იგნორირების პოლიტიკა, რეპრესიული პოლიტიკა არის ცალსახად პრობლემური. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში გამოსახლება ასეთი ფორმით არ მიმდინარეობს, - ამბობს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა.