"ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე! " - ონკოპაციენტებმა აქცია-მსვლელობა გამართეს

04.02.24 16:05
"ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე! " - ონკოპაციენტებმა აქცია-მსვლელობა გამართეს

მოხსენით 25 ათას ლარიანი ლიმიტი, შემოიტანეთ ქვეყანაში მედიკამენტები და მოგვეცით ჯანმრთელობის უფლება! - ეს ის სამი მოთხოვნაა, რომელიც ონკოპაციენტებმა ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას წაუყენეს. პარლამენტთან შეკრებილების ინფორმაციით, დაგვიანებული დაფინანსების გამო საქართველოში ონკოპაციენტები კვდებიან. აქცია-მსლელობა მზიმე პაციენტებმა პარლამენტიდან დაიწყეს და კანცელარიასთან დაასრულებენ. 

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა სოფო ჯაფარიძემ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ქართული ოცნების" პრიორიტეტები გააკრიტიკა.

ჩვენმა ხელისუფლებამ მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოატყუა, ამჯერად უკვე ონკოლოგიური პაციენტები და ადამიანები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, ელემენტალურად გადაადგილებაც კი უჭირთ, დღეს იძულებული გახდნენ, რომ ამ მდგომარეობაშ გამოვიდნენ გარეთ აქციაზე, კარდაკარ იარონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოიპოვონ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. დღეს, როდესაც კიბო განაჩენი აღარ არის, დღეს განაჩენია ჩვენი ხელისუფლების აი, ეს დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ასე რომ, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ მივაღწევთ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ჩევნს ქვეყანაშ სიცოცხლის უფლება, - ამბოობს ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ ონკოპაციენტებისთვის დღეს ქვეყანაში 25 ათას ლარიანი ლიმიტი მოქმედებს. ეს თანხა მძიმე დაავადების მქონე ადამიანების საჭიროებებს არ ჰყოფნის, რადგან მხოლოდ ერთი გადასხმა 15 ათასი ლარი ჯდება. ჯამში კი მძიმე სენით დაავადებულებს, მინიმუმ, რვა გადასხმა სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები