დღეს, როცა კიბო განაჩენი არ არის, ონკოპაციენტების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაა განაჩენი - სოფო ჯაფარიძე
დღეს, როცა კიბო განაჩენი არ არის, ონკოპაციენტების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაა განაჩენი, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა და მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმოამდგენელმა ონკოპაციენტების აქცია-მსვლელობის დროს ისაუბრა. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებამ საკუტარი მოქალაქეები მორიგ ჯერზე მოატყუა. ჯაფარიძის თქმით, მძმე სენის მქონე აამიანების უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.
ჩვენმა ხელისუფლებამ მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოატყუა, ამჯერად უკვე ონკოლოგიური პაციენტები და ადამიანები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, ელემენტალურად გადაადგილებაც კი უჭირთ, დღეს იძულებული გახდნენ, რომ ამ მდგომარეობაში გამოვიდნენ გარეთ აქციაზე, კარდაკარ იარონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოიპოვონ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. დღეს, როდესაც კიბო განაჩენი აღარ არის, დღეს განაჩენია ჩვენი ხელისუფლების აი, ეს დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ასე რომ, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ მივაღწევთ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ჩევნს ქვეყანაში სიცოცხლის უფლება, - ამბოობს ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ონკოპაციენტებმა დღეს აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. მათი მტავარი მოთხოვნები 25 ათას ლარიანი ლიმიტის მოხსნა და ქვეყანაში მათთვის საჭირო მედიკამენტების შემოტანა იყო.
შეგახსენებთ, რომ ონკოპაციენტებისთვის დღეს ქვეყანაში 25 ათას ლარიანი ლიმიტი მოქმედებს. ეს თანხა მძიმე დაავადების მქონე ადამიანების საჭიროებებს არ ჰყოფნის, რადგან მხოლოდ ერთი გადასხმა 15 ათასი ლარი ჯდება. ჯამში კი მძიმე სენით დაავადებულებს, მინიმუმ, რვა გადასხმა სჭირდებათ.