მოსალოდნელია ამინდის მკვეთრის გაუარესება, მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ - 112
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. აღნიშნულის შესახებ მოქალაქეებს სმს შეტყობინებები ტელეფონებზე დაეგზავნათ.
"გაცნობებთ, რომ 5-8 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - წერს 112.