ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულები დანაშაულს არ აღირებენ - მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

04.02.24 17:12
ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულები დანაშაულს არ აღირებენ - მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

მოპარული მილიონების საქმეზე დაკავებული 7 ადამიანიდან დანაშაულს არცერთი არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. საქალაქო სასამართლოში მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე ამ წუთებში  მსჯელობს. დაპატიმრებულებიდან ერთი ისრაელის მოქალაქეა, ექვსი  - ქართველი.

დაკავებულების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა თალითური საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ, ამიტომ ინტერსების დამცველები აყენებნ შუამდგომლობას, რომ დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან იქნენ გათავისუფლებულები.

პროკურორმა რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ბრალდებულებმა 9 თვეა იციან, რომ ქოლცენტრების საქმით გამოძიებაა დაინტერესებული, მაგრამ ამის მიუხედავად,  ევროპელების ძარცვას განაგრძობდნენ. ირკვევა, რომ დანაშაულის შესანიღბად ათი ქოლცენტრი ორამდე დაიყვანეს.

პროკურატურამ უკვე მოიპოვა თაღლითობის საქმეზე მხილხებულების პირადი მიმოწერებიც. სახელმწიფო ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულები მიიმალნონ, ამიტომ მათი პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

ამის მიუხედავად, პროკურატურა ამ დრომდე არ ამბობს, ვინ დგას აღნიშნული თაღლითური ქოლცენტრების უკან. 

 

მსგავსი სიახლეები