"არ გამოვასახლებინოთ!" - რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ სტუდენტები და პროფესორები გამოჩნდნენ. ხალხი გამოსახლებებს აპროტესტებს. აქციაზე არიან ის ოჯახებიც, რომლებსაც საცხოვრებლებიდან გამოსახლება ელოდებათ. ეს ის კატეგორიაა, ვისაც უძრავი ქონება კერძო მევახშეებთან აქვთ ჩადებული, ვალებს კი გაჭირვების და მაღალი პროცენტის გამო ვეღარ იხდიან.
საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ მსახიობები და კინოცენტრის თანამშრომლებიც. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლება გამოსახლებებზე მორატორიუმს არ გამოაცხადებს.
ძალიან სამარცხვინო ეტაპს გავდივართ ჩვენი ცხოვრების და ეს უნდა დასრულდეს. ჩვენი ერთობით უნდა მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. იმედია, რომ ყველა დაიბრუნებს თავის კერას, - ამბობს აქციის მონაწილე.