ჭადრაკის უცნაური მაგიდები ფოთის პარკში - მოსახლეობა დაბნეულია
ფოთის პარკში დამონტაჟებული ჭადრაკის სათამაშო მაგიდები განხილვის თემა ხდება. საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო რატომ არ აქვს ზოგიერთ მაგიდას სკამი.
ფოთში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, რომელიც ჭადრაკის მაგიდების დასამზადებლად გადაიხადეს, არამიზნობრივად დაიხარჯა. თუ გათვლა იყო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც ეთამაშათ ჭადრაკი, მაშინ ეს ორივე მხარეს უნდა გაეთებინათ და არა ცალ მხარეს.
თითო დაფას აქვს მხოლოდ ერთი სკამი ანუ ერთ მხრიდან შეიძლება დაჯდე, მეორე მხრიდან სკამი არ არის. თავიდან ვიფიქრე, რომ შეიძლება ის ადგილები, სადაც სკამი არ არის, განკუთვნილია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის, თუმცა შემდეგ გამოჩნდა ასეთი აზრი, რომ თუ მაგალითად ორი ეტლით მოსარგებლე ადამიანს სურს ითამაშოს ერთმანეთთან, ეგ შეუძლებელია ამ კონსტრუქვიიდან გამომდინარე, - ამბობს ადგილობრივი.
"პირველები" დილიდან ცდილობს, ფოთის მერიის მაღალჩინოსნების განმარტებები მოისმინოს, მაგრამ არცერთი მედიასთან კომენტარს არ აკეთბს.