თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში რჩება
ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროკურატურა მათ თაღლითობასა და თანხის მითვისებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ 3 თებერვალს თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.