ვინ მოპარა მლნ-ები შვეიცარიის მოქალაქეებს თბილისიდან და გავა თუ არა გამოძიება ქოლცენტრების ბოსების კვალზე?
ვინ მოპარა მილიონები შვეიცარიის მოქალაქეებს თბილისიდან? დაკავებულია საქართველოს ექვსი და ისრაელის ერთი მოქალაქე. შვიდი დაპატიმრებულიდან სამი ქალია. ევროპელი პენსიონერების ძარცვას არცერთი არ აღიარებს.
თაღლითური სქემის უკან "ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული, გავლენიანი პირები დგანან. სახელდება ექსძალოვანი ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი უახლოესი გარემოცვა. დაკავებულებს კი გამოძიებისთვის ჯერ მათი დასახელება არ უნდათ. "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებულებს სთხოვენ, დანაშაული საკუთარ თავზე აიღონ და ციხეს რამდენიმე თვეში გირაოთი დატოვებენ.
რამდენი მილიონი მოპარეს შვეიცარიელებს, პროკურატურას დღეს არ უთქვამს, მაგრამ დადასტურეს, რომ ნაპოვნია დიდი ოდენობით თანხა, საეჭვო ჩანაწერები და ელექტრონული მოწყობილლობები. დაყაღებულია ბრალდებულების საკუთრებაში არსებული უძრავ - მოძრავი ქონება, ჯამში 5 მილიონის ღირებულების.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.