საპროტესტო მსვლელობა თბილისში - ქართველი ონკოპაციენტები უფასო მკურნალობას ითხოვენ
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქართველი ონკოპაციენტები უფასო მკურნალობას ითხოვენ. დღეს ქუჩაში მძიმე სენით დაავადებულები და ის ადამიანები გამოვიდნენ, ვისაც დაგვიანებული დაფინანსებისგან გამო ოჯახის წევრი დაეღუპა. პაციენტებიი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას მოითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, ეს თანხა გადასხმების კურსის ჩასატარებლად საკმარისია. არადა, მხოლოდ ერთი გადასხმა ჯდება 15 ათასი ლარი.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოქალაქეები იძულებული არიან, ემიგრაციაში წავიდნენ. იმ ქვეყნებში, სადაც ონკოპაციენტებს უფასოდ მკურანალობენ, მაგრამ ბოლო პერიოდში მძიმე სენით დაავადებულებს პროცედურების შეწყვეტა უწევთ, რადგან ევროპის ქვეყნებიდან მასობრივად ადეპორტებენ. ოფიციალური თბილისი გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობას არწმუნებს, რომ ონკოპაციენტებს სამშობლოში ყველანაირი პირობა აქვთ, თუმცა სახელმწიფომ ისიც კი ვერ შეძლლო, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები ქვეყანაში შემოეტანა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.