"ხელისუფლება ნატა ფერაძის სამაგალითოდ სჯის" - საია სარჩელს სატრასბურგში წაიღებს

04.02.24 20:06
"ხელისუფლება ნატა ფერაძის სამაგალითოდ სჯის" - საია სარჩელს სატრასბურგში წაიღებს

 

 

ნატა ფერაძის საქმეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტრასბურგში აგზავნის. ამ გადაწყვეტილებამდე იურისტები სააპელაციო სასამართლოს უარმა მიიყვანა. მოსამართლემ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო და ფერაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დარწმუნდა, რომ მოსამართლე ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და სამაგალითოდ სჯის ქალს, რომელმაც საბჭოთა ბელადის გამოსახულებას საღებავი შეასხა.

სამოქალაქო აქტვისტის წინააღმდეგ მხოლოდ  ერთი ჩვენება დევს. ეს სამების მესანთლის გამოკითხვის ოქმია.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები