ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ცვლის
ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ცვლის. ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენებაზე პრეზიდენტმა საჯაროდ პირველად ისაუბრა.
იტალიურ არხთან ინტერვიუში ზელენსკი აცხადებს, რომ გამარჯვებისთვის თავდაჯერება და დადებითი ენერგიაა საჭირო. უკრაინული მედია წერს, რომ ამ პოსტზე კირილ ბუდანოვი განიხილება. ის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობს.