თბილისში ბაღის პედაგოგი ბავშვის ცემაში ამხილეს - "პირველებმა" ვიდეოკადრები მოიპოვა

05.02.24 12:07
თბილისში ბაღის პედაგოგი ბავშვის ცემაში ამხილეს - "პირველებმა" ვიდეოკადრები მოიპოვა

 

 

თბილისში ბაღის პედაგოგი ბავშვის ცემაში ამხილეს. "პირველებმა" მოიპოვა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ხელით ერთ-ერთი მასწავლებელი მცირეწლოვან ბიჭს. 

მშობლები ახლა საჯარო ბაღში არიან მისული და ადმინისტრაციას სთხოვენ, სრულა გაასაჯაროოს სამეთვალყურეო კამერით გადაღებული კადრები. დედებს აინტერესებთ, როგორ ექცევიან სხვა აღმზრდელები მოზარდებს.

"პირველების" ინფორმაციით, ძალადობაში მხილებულმა მასწავლებელმა სააღმზრდელო დაწესებულება საკუთარი ნებით უკვე დატოვა. განცხადება წასვლის შესახებ ბაღის დირექტორმა ოფიციალურად უკვე დაუდასტურა. 

"პირველები" ცოტა ხნის წინ სკანდალის მთავარ ფიგურანტს, მარინა ყიფიანსაც ესაუბრა. ქალი თავს იმართლებსდა ამბობს, რომ ჩადენილ ქმედებას ნანობს, არ იცის, როგორ გამოვიდა წყობიდან და რატომ გასუწორდა მცირეწლოვანს ფიზიკურად.

ცუდად ვიყავი, თავი მტკიოდა...ძალიან ვნანობ, ლამის თავი მოვიკლა. 35 წლის განმავლობაში ერთი შემთხვევა არ მქონია. მეც ხომ ადამიანი ვარ, - ამბობს პედაგოგი.  

 

მსგავსი სიახლეები