დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება - გიგა კობალაძეს დღეს ფინანსურ პოლიციაში ელოდებიან
გიგა კობალაძე დღეს ფინანსურ პოლიციაშია დაბარებული. საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელს გამოკითხვაზე ოთხ საათზე ელოდებიან. კობალაძეს კითხვებს ავტორ-შემსრულებლების საჩივარზე და დიდი ოდენობით თანხების მითვისებაზე დაუსვამენ.
გამოკითხვაზე დაბარებული კობალაძე აცხადებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და არავის ჰონორარი მიუთვისებია. საავტორო უფლებათა ასოციაციის შეფიი ირწმუნება, რომ მისი განეიტრალება უნდათ, რადგან ოკუპანტი რუსეთის ხელში ინტელექტუალური საკუთრება თავისუფლად გადავიდეს. მისი მტკიცებით, ზუსტად ამას ემსახურება საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფინანსური პოლიციის შესვლა.
ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ ის წინააღმეგობა, რაც კიდევ გაგვაჩნია ჩვენ რუსეთის მიერ ქართული კულტურის და საავტორო უფლებების წაღების წინააღმდეგ, ეს წინააღმდეგობაც ჩაახშონ, საბოლოოდ განეიტრალონ, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაცია მიიღეს, რუსებს უკვე აქვთ უფლება და დღეს ქართული კულტურა რუსეთის ხელშია, ყველამ იცის, ძალიან ღია და მარტივი ფაქტია, ამით არ კმაყოფილდებიან და უნდათ,რ ომ ხელის შემშლელი გარემოებებიც არარ ჰქონდეთ. მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, იმიტომ, რომ არაფერი დასამალი არ გვაქვს. მარტივად ვამბობ, რომ ეს ორგანიზაცია, ამს შემდეგ რაც ჩვენ აქ მოვედით 2011 წელს, დღემდე მუშაობს ძალიან გამჭირვალედ, - ამბობს კობალაძე.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ავტორ-შემრულებელთა კოლექტიური განცახდების საფუძველზე დაიწყო. საუბარი საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მირრ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე.