"მადლობა პატრიარქს და "ალტ-ინფოს" - EU-ს დროშის დაწვის გამო დაკავებული ლაშა შარუხია თავისუფალია

05.02.24 13:31
"მადლობა პატრიარქს და "ალტ-ინფოს" - EU-ს დროშის დაწვის გამო დაკავებული ლაშა შარუხია თავისუფალია

ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დაკავებული კაცი 2 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. ლაშა შარუხია მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფალა. პრორუსული პარტიის მხარდაჭერის გათავისუფლებას მცხეთაში შეკრებილები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. დღევანდელი პროცესი "ალტ-ინფოს" მობილიზების ფონზე ჩატარდა. 

გათავისუფლებული ლაშა შარუხია ამბობს, რომ მადლიერია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის და იმ ადამიანების, ვინც ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერდნენ. 

მე მინდა დიდი მადლპბა გადავუხადო ჩემს ღმერთს, რომ არსებობს ჩემი პატრიარქი ად ძალიან მიყვარს მე ჩემი პატრიარქი, ჩემი საქართველო. პატრიარქო, ჩემი გული ხარ, რაზეც ოქროს ასოებით წერია "იესო" და ბრწყინავს და მარადით იბრწყინებს ისესოს სახელი. რაც შეეხება ჩემს საქართელოს, გაათავისუფლეთ ცოდვებისგან, ძალიან გთხოვთ და მადლობა "ალტ-ინფოს", - ამბობს შარუხია. 

კონსერვატორული პარტიის ლიდერი ზურაბ მახარაძე ამბობს, რომ შარუხიას გათავისუფლების საფუძველი მათი პროტესტი და განცხადებები გახდა. 

სისხლის სამართლის კოდექსით ადამიანის მიმალვის საფრთხე თუ არ არსებობს და გამოძიებისთვის ხელის შეშლის, გარეთ უნდა იყოს, ეგ ერთი ანუ კანონითაც ეგრე იყო და პროტესტმა ხალხის და იმ მუხტმა ად იმ საერთო პროტესტმა, რომელიც მიდიოდა, იგივე ამ დროსების დაწვის, იგივე განცხადებები სოლიდარობის და კონსესუსი იყო, რომ ტყუილად იყო ეს ადამიანი და ამან, რა თქმა უნდა, მოახდინა თავისი მნიშნელოვანი ეფექტი და დღეს ჩვენი ფლანგი ზეიმობს და ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი, - ამბობს ზურა მახარაძე.   

მსგავსი სიახლეები