"უნდათ, გამოიწვიონ მუშაობის პარალიზება" - რესპუბლიკურის ექიმები დაშინებასა და ზეწოლაზე ალაპარაკდნენ

05.02.24 14:04
"უნდათ, გამოიწვიონ მუშაობის პარალიზება" - რესპუბლიკურის ექიმები დაშინებასა და ზეწოლაზე ალაპარაკდნენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს  ექიმები დაშინებასა და ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ მათ აიძულეს, ხელი მოაწერონ  დოკუმენტებს, რომელიც, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ ეთანხმებიან კლინიკის ნგრევას.

ირკევა, რომ მუქარის უკან ჯადაცვის სამინისტრო დგას. პროტესტის მონაწილე ექიმები "პირველებს" ეუბნებიან, რომ ქალაქის ყველაზე დიდი კლინიკა ბიზნესინტერესებს ეწირება. მინიშნება კეთდება ივანიშვილის "ფონდ ქართუზე".

დაიბარეს მორიგე სანიტრები და ექთნები და მიდიოდა იქ ზეწოლა, დაჟინებული რჩევა, რომ დროულად დაწერონ განცხადებები, მერე გვიან არ იყოს, აი, ნახეთ რა კარგი შეთავაზებებია და ა.შ. უნდათ, რომ როგორმე მოხერხდეს, გათავისუფლდნენ ექთნები და სანიტრები და ამით გამოიწვიონ განყოფილებების მუშაობის პარალიზება და თავისთავად, მერე მიღებაც შეწყდება და კლინიკაც იხურება იქამდე, სანამ ეს რეორგანიზაცია მოხდება, - ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი მალხაზ გოგუა. 

ექიმები კვირას, 12:00 საათზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.  

მსგავსი სიახლეები