შავ ბაზარზე გავრცელებულია სინთეტიკური ნარკოტიკები, რომელთა ერთმა მოხმარებაც შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს - ზურაბ სიხარულიძე

05.02.24 15:16
შავ ბაზარზე გავრცელებულია სინთეტიკური ნარკოტიკები, რომელთა ერთმა მოხმარებაც  შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს - ზურაბ სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ქვეყანაში ზედოზირებით გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს. მედიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ შავ ბაზარზე ძალიან ბევრი სახის სინტეკური ნარკოტიკია და მათი ფორმულა ყოველდღიურად იცვლება, რაც ადამიანის სიცოცხლეს ერთმნიშვნელოვნად საფრთხეს უქმნის. 

ამასთან, ზურაბ სიხარულიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაშ ძირითადად იმ ადამიანებს აკავებენ, ვინც აღნიშნულ ნარკოტიკს დებს და არა მათ, ვინც მას უშუალოდ ავრცელებს. 

დიდი ეჭვია, რომ ეს არი ფენტანილი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, რაც დღეს არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული, რომელსაც ურევენ ამ კლუბურ ნარკოტიკებს, სამწუხაროდ და აქედან ხდება ეს სიკვდილიანობა. არ ვიცით რა შემადგენლობაა და დღეს საერთოდ რა არის შავ ბაზარზე, იმიტომ, რომ ძალიან გავრცელებულია სხვა დასხვა სინთეტიკური ნარკოტიკები და მათი ფორმულა იცვლება ყოველ დღე და ერთი და იგივე ნივთიერება არ არის. ეს არის ნეფედრონი, ჯიეჩპი, სხვადასხვა მარილები, რომელთა ზედოზირებაც ასევე სასიკვდილოა და ერთმა მოხმარებამაც შეიძლება გამოიწვიოს ზედოზირება. ფაქტობრივად, თუ ვინმეს აკავებენ, ეს არის ადამიანი, რომელიც დებს ამ ნარკოტიკს და არა ის, ვინც ამას ავრცელებს, - ამბობს ზურაბ სიხარულიძე. 

შს მინისტრობის კანდიდატმა დღეს თქვა, რომ ნარკოტიკები გავრცელების სრული კონტროლი დღეს შეუძლებელია, რადგან საქართელო ტრანზიტული ქვეყანაა. 

მსგავსი სიახლეები