ბაღში მასწავლებელმა ბავშვს სცემა - დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს

05.02.24 15:41
ბაღში მასწავლებელმა ბავშვს სცემა - დირექტორი  გამოკითხვაზე დაიბარეს

პირველი საჯარო ბაღის დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს. ნათია ტუსიაშვილი ახლა ცდილობს, გამოძიება დაარწმუნოს, რომ მხოლოდ ერთხელ სცემეს მის დაწესებულებაში ბავშვი. მშობლებს ამ ვერსიის არ სჯერათ. მოზარდები სხვა ბაღებში გადაყავით. ვინც პირველ ბაღში დარჩენას აპირებს, ის სახელმწიფოსგან ითხოვს შეცვალოს დირექტორი. ბაღის ხელმძღვანელს მშობლები გულგრილობაში ამხელენ.

"მოხდა გადაცდომა აღმზრდელის მხრიდან. იმ დღესვე შევატყობინეთ სამსახურს, მიდის გამოძიება, დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ. ვიდეო კადრები ამოღებულია და ბაღების მართვის სააგენტოში მიდის გამოძიება. კადრები მე აღარ მაქვს. ჩემთვის არცერთ მშობელს არ მოუმართავს, რომ ჰქონდა რაღაც ეჭვი. როგორც კი მომმართა, მაშინვე დავიწყეთ კვლევა. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ საქმეში პოლიციაც ჩაერთოს. ვალდებულები ვართ, რომ ფაქტის შესახებ ვაცნობოთ პოლიციას"- ამბობს დირექტორი.

თბილისში ბაღის პედაგოგი ბავშვის ცემაში ამხილეს. "პირველებმა" მოიპოვა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ხელით ერთ-ერთი მასწავლებელი მცირეწლოვან ბიჭს. 

მშობლები ახლა საჯარო ბაღში არიან მისული და ადმინისტრაციას სთხოვენ, სრულა გაასაჯაროოს სამეთვალყურეო კამერით გადაღებული კადრები. დედებს აინტერესებთ, როგორ ექცევიან სხვა აღმზრდელები მოზარდებს.

 

მსგავსი სიახლეები