საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გამოკითხვაზეა - ადვოკატი გამოგონილ ბრალდებაზე საუბრობს
უკვე ერთი საათია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლების კითხვებს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავჯდომარე პასუხობს. გიგა კობალაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მედიასთან განმარტებები მხოლოდ მისმა ადვოკატმა გააკეთა.
იურისტი ამბობს, რომ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდება გამოგონილია და მის უკან, რეალურად, პოლიტიკური მოტივი იმალება. მისი თქმით, კობალაძე უკვე წლებია "ქართული ოცნების" ხლეისუფლებას ებრძის, რომელიც რუსეთისგან დაფინანსებულ "გერას" ლობირებს.
პრეტენზიები ალოგიკურია. გიგა ერთი ცენტი, თეთრი, რომელ ვალუტაშიც არ გინდა იყოს, არ აქვს მითვისებული და არც მითუმეტეს გაფლანგული. პირიქით, ზედმეტობით აქვს გადახდილი ყველა იმ ავტორ-შემსრულებლებისთვის და მათ შორის, განმცხადებლებისთვისაც. გიგას არ აქვს მოლოდინი (დაკავების) და არც სამართალს აქვს მოლოდინი. ეს არის კოლექტიური პასუხისმგბელობა გამგეობის მიერ მინიჭებული, აბსულუტურა ყველა იმ უფლებით სარგებლობდა, რომლის საქმის კურსში თითოეული ავტორ-შემსრულებელი ბრძანდებოდა, მათ შორის განმცხადებლებიც, - ამბობს მალხაზ სალაყაია.