უმძიმესი ამბავი იმერეთიდან - მამა შვილის გაუპატიურების ბრალდებით არის დაკავებული

05.02.24 20:00
უმძიმესი ამბავი იმერეთიდან - მამა შვილის გაუპატიურების ბრალდებით არის დაკავებული

უმძიმესი ამბავი იმერეთიდან - მამა შვილის გაუპატიურების ბრალდებით არის დაკავებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 17 წლის გოგონა 2 წლის განმავლობაში საკუთარი მშობლის  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ეს შემზარავი ისტორია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფეხმძიმე მოზარდი სამშობიაროში მიიყვანეს. ნაადრევი მშობიარობის მიუხედავად, ჩვილი გადარჩა. ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა არასრულწლოვანმა მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. 

სავარაუდო, სექსუალური ძალადობის გარდა, 17 წლის მოზარდი მთელი ამ დროის განმავლობაში მშობლის მხრიდან მუქარის მსხვერპლიც იყო. ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, მამა ოჯახის წევრების დახოცვით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში თუ მომხდარის შესახებ ვინმეს უამბობდა. უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ კაცს სასამართლომ  მას წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა. ჯერ უცნობია, რას ამბობს თავად დაკავებული, თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 რას ჰყვებიან სოფელში, სადაც შემზარავი ფაქტი მოხდა -ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები