უმძიმესი კადრები თბილისის პირველი საჯარო ბაღიდან - მასწავლებელმა მცირეწლოვანი სცემა

05.02.24 20:36
უმძიმესი კადრები თბილისის პირველი საჯარო ბაღიდან -  მასწავლებელმა მცირეწლოვანი სცემა

უმძიმესი კადრები თბილისის პირველი საჯარო ბაღიდან - მასწავლებელმა მცირეწლოვანი სცემა. ძალადობის ამსახველი მასალა "პირველებმა" მოიპოვა. ცემაში მხილებულმა მასწავლებელმა ბაღი დატოვა. ჩვენთან საუბარში კი ამბობს, რომ მომხდარ ნანობს და ეს 35-წლიანი სტაჟის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მცირეწლოვანს ხელით შეეხო. 

ბაღის  დირექტორი რომლის პოსტიც, ჩვენი ინფორმაციით, ამ სკანდალს შეეწირება, დღეს გამოკითხეს. ის ცდილობდა, გამომძიებლებისთვის დაემტკიცებინა, რომ ძალადობის ფაქტი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, რაზეც მყისიერი რეაგირება მოახდინა. მშობლების ნაწილს ამ ვერსიის არ სჯერა და დირექტორის გადაყენებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებენ, რომ  პირველ საჯარო ბაღში შვილებს აღარ მიიყვანენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები