ზედოზირებით გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკა - ყოველწლიურად ნარკოტიკებით ათეულობით ახალგაზრდა იღუპება

05.02.24 20:31
ზედოზირებით გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკა - ყოველწლიურად ნარკოტიკებით ათეულობით ახალგაზრდა იღუპება

ზედოზირებით გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკა - ყოველწლიურად ნარკოტიკებით ათეულობით ახალგაზრდა იღუპება. შინაგან საქმეთა მინისტრი აღიარებს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გომელაური საზოგადოებას ვერ სთავაზობს გამოსავალს. მინისტრი დღეს მხოლოდ თავის მართლების რეჟიმში იყო და ამტკიცებდა, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება არსებულ მძიმე რეალობას ვერ შეცვლის. 

ნარკოტიკები შავ ბაზარზე შეზღუდვის გარეშე იყიდება. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხელმისაწვდომია ნივთიერება ფენტალინი, რომელსაც სხვადასხვა  კლუბურ ნარკოტიკებში ურევენ, მისი მოხმარება კი ფატალური შედეგით სრულდება. მხოლოდ ბოლო ორ დღეში კლუბებიდან რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა გადაიყვანეს. მინისტრის მტკიცებით, ნარკომოვაჭრეების რეკორდულად დიდი რაოდენობა დააკავეს, თუმცა გომელაურს ახსენებენ, რომ  ე.წ ბარიგების ციხეში გაშვებით პრობლემა ვერ გვარდება. მთავარია გამოძიება დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორების კვალზე გავიდეს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები