ჯვარი-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

05.02.24 21:27
ჯვარი-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ193 (ჯვარი-ლასდილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები