დაზიანებული სახლები და წაქცეული ხეები - უამინდობამ სამნეგრელოში პრობლემები შექმნა

06.02.24 10:19
დაზიანებული სახლები და წაქცეული ხეები - უამინდობამ სამნეგრელოში პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმა და ქარი მთელს საქართველოში - უამინდობამ ყველაზე მეტი პრობლემა სამეგრელო შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი წალენჯიხაა, სადაც ძლიერი ქარის გამო  მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ხე დაეცა და დაშავდა. მამაკაცი ახლა სავადმყოფოშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქარმა გადახადა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლსაც მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებიგან გზის სავალი ნაწილების გაწმენდა წუხელვე მოხდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

წყალდიდობაა ანაკლიაში, მდინარე ენგურს შტორმის გამო ზღვა არ იღებს, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა.
  
რაც შეეხება მესტიას, ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. წუხელვე მოხდა ზვავის შედეგად ჩაკეტილი 19 მოქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანა.

რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

 

 

მსგავსი სიახლეები