ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა - მოძრაობა აკრძალულია

06.02.24 10:20
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა - მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა. 

ადგილზე დროებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა".- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები