სტიქიის გამო შეზღუდვებია დაწესებული და ჩაკეტილია რამდენიმე მაგისტრალი - ჩამონათვალი

06.02.24 10:37
სტიქიის გამო შეზღუდვებია დაწესებული და ჩაკეტილია რამდენიმე მაგისტრალი - ჩამონათვალი

სტიქიის გამო შეზღუდვებია დაწესებული და ჩაკეტილია რამდენიმე მაგისტრალი - ყველაზე მძიმე ვითარება მამისონის უღელტეხილზეა, სადაც კლდის დიდი  მასა ჩამოიშლა და ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალა. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღდვები დაწესდა თელავი-გომბორის უღლეტეხილზეც. მოძრაობა იქ მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრაპსორტისტის არის დასაშვები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27-კმ158 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

მსგავსი სიახლეები