"მანქანის ავზში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს, ვიდრე ეტეოდა" - აუდიტის სკანდალური დასკვნა

06.02.24 11:52
"მანქანის ავზში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს, ვიდრე ეტეოდა" - აუდიტის სკანდალური დასკვნა

ბიუჯეტის ფულის მითვსიება, პირადი მიზნებისთვის გამოყენება და სავარაუდო კორუფცია - უმძიმესი დასკვნა გასაჯაროვებულია. აუდიტის სამსახურმა რეგიონებში დარღვევების მთელი კასკადი აღმოაჩინა. ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა - დადგენილია, რომ მხოლოდ ახალციხეში ავტომობილებში 40-ჯერ იმაზე მეტი საწვავი ჩაასახეს ვიდრე ავზში საერთოდ ეტეოდა. იგივე მდგომარეობაა ბორჯომშიც, სადაც სახელმწიფო ავტომობილებს შვებულების დროს არასამუშაო მიზნებისთვის იყენებენ და სახელმწიფოს ფულს ხარჯავენ.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ან დროის მცირე ინტერვალში 2021-2022 წლებში ჩასხმულია ავტომობილის ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. აღნიშნული შეუსაბამობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აგაი სისტემით აღჭურვილი ავტომანქანისათვის განკუთვნილი საწვავით იმართება სხვა ტრანსპორტი, ჩიპის გადაადგილების შედეგად: - ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავი ჩასხმულია 40 შემთხვევაში",- წერია აუდიტიოს დასკვნაში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბორჯომში ასევე უნებართვო მშენებლობების მთელი სერიაა აღმოჩენილი. მშენებლობები პირდაპირ საკურორტო ზონებშია დაწყებული, თუმცა ამ დარღვევას კორუფციის ექსპერტების თმით, სავარუდო კორუფციული გარიგების გამო არავინ იმჩნევს.

გვპარავენ ფულს, პირდაპირი მნიშვნელობით. საწვავს, რომელსაც არ ასხამენ მანქანაში, მიქვთ სახლშ, ანუ საწვავს იპარავს "ქართული ოცნება". ასეევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, მაგალითად, ბორჯომის, ნინოწმინდის რეგიონებში იმის ნაცვლად, რომ ეს ფული მომხარდეს მოსახლეობას, ხმარდება პარტაქტივს მუნიციპალიტეტებში. ასევე პროკურატურის გამსოაძიებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობა მშენებლობასის ნებართვებთან დაკავშირებით. ხელფასს ვუხდით და ამ ადამიანებმა ის ევრ განახორციელეს, რომ ბორჯომის ტურისტულ ადგილებზე უკანონო მშენებლობა აღკვეთონ. ამ დასკვნებს ბიძინა ივანიშვილი სიევ გამოიყენებს ამ ადამიანების არჩევნებზე სამართავად", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის ექსპერტი ბესო დონაძე.

აუდიტის სკანდალური დასკვნა 2021-2022 წლებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები