თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები განვითარდა
თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი.