ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავმა სახლი მოიყოლა - დაიღუპა 1 ადამიანი
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ, ზემო თხილვანაში ძლიერი თოვის შედეგად განვითარებულმა ზვავმა და მეწყერმა სახლი მოიყოლა, რის შედეგადაც ერთი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
ირკვევა, რომ სახლში ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი იმყოფებოდა.
როგორც ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე ინტერპრესნიუსთან აცხადებს, ადგილობრივებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს, ხოლო 60 წლის ქალი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება.