"აითაჯმა მითხრა, რომ გათხოვება არ უნდოდა და ოჯახმა აიძულა" - რა თქვეს მოწმეებმა პროცესზე

06.02.24 17:38
"აითაჯმა მითხრა, რომ გათხოვება არ უნდოდა და ოჯახმა აიძულა" - რა თქვეს მოწმეებმა პროცესზე

14 წლის აითაჯის მკველობის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს სამართლოს ჩვენება მოკლული გოგონას მეოზბლებმა მისცეს. ორივე მოწმემ დაადასტურა, რომ მერველკლასელის ბავშვი დედამ იძულებთ გაათხოვა.

როცა გავიგე, რომ აითაჯი აქორწინდა, მივულოცე, თუმცა მან მითხრა, რომ თავად გათხოვება არ უნდოდა და ოჯახმა აიძულა. სოფელში ამბობენ, რომ აითაჯი საქმრომ მოატყუა, ვითომ სასერინოდ მიჰყავდა, თუმცა გაიტაცა და ცოლად მოიყვანა. ამის შემდეგ ეგანას ძმისგან გავიგე, რომ აითაჯი ქმარმა მოკლა, - თქვა დღეს პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ. 

დღევანდელ პროცესზე იგეგმებოდა გარდაცვლილის ბებიის გამოკითხვაც, თუმცა ქალმა შვილის წინააღდმეგ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს არც აითაჯის ოჯახის კიდევ ორმა წევრმა. 

შეგახსენებთ, რომ აითაჯის მკველობის საქმეზე ციხეში მისი დედა და ბიძაა დაკავებული. ორივეს გამძიება ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. საქმეზე დაკავებულია 27 წლის მამაკაცი, აიტაჯის საქმრო, რომელმაც 14 წლის გოგო მოკლა. 

მსგავსი სიახლეები