დამანგრეველი სტიქია დასავლეთში - ზემო აჭარაში ორ დაღუპულს გლოვობენ
აჭარა, სამეგრელო, იმერეთი - დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის. მოსახლეობა ერთდროულად თოვლს, წვიმას და ძლიერ ქარს უმკლავდება.
ყველაზე მძიმე ვითარება ზემო აჭარაშია, სადაც 2 დაღუპულს გლოვობენ. პოლიციის თანამშრომელს თემურ ბარამიძეს მეწყერმა საკუთარ სახლში მოუსწრო. მისი მეუღლე სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა სოფლის ინსპექტორი მიწის მასამ მოიყოლა და ადგილზე დაიღუპა.
მსხვრეპლით დასრულდა ზვავის ჩამოწოლა ხულოშიც, სადაც ჩამოწოლილმა თოვლის მასამ ერთი ადგილობრივი ისმხვეპლა. მძიმე ვითარებაა სამეგრელოშიც. სახლებს სახურავები აღარ აქვს, შენობების პირველი სართულები კი დატბორილია. მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქარმა სახურავი 60-მდე სახლს მოგლიჯა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ანაკლიაში, სადაც ადიდებული მდინარე სახლებში შევარდა და, პრაქტიკულად, ყველაფერი გაანადგურა. დაზარალებული მოსახლეობა შველას და დახმარებას ითხოვს.
ვრცლა ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.