ბიუჯეტის ფულის ძარცვა და მოპარული საწვავი - რეგიონებში მაღალჩინოსნებმა ყველა რეკორდი მოხსნეს

06.02.24 20:27
ბიუჯეტის ფულის ძარცვა და მოპარული საწვავი - რეგიონებში მაღალჩინოსნებმა ყველა რეკორდი მოხსნეს

 

 

ხალხის ფულის ფლანგვის უპრეცედენტო მასშტაბი - რეგიონებში მაღალჩინოსნებმა ყველა რეკორდი მოხსნეს. აუდიტორების მიერ გამოვლენილი ფაქტები გამაოგნებელია. თუ ოფიციალურ დოკუმენტებს დავუჯერებთ, ჩინოვნიკები სამსახურეობრივი ავტომობილების ავზებში ყოველ დღე იმაზე 40-ჯერ მეტ ბენზინს ასხამენ, ვიდრე ავზის მოცულობაა. მოპარული საწვავით კი გადადგილდებიან არასამუშაო დღეს, შვებულებებში და ემსახურებიან ოჯახის წევრებს.

მხოლოდ ერთ რეგიონში, სამცხე ჯავახეთში, არ რჩება მუნიციპალიტეტი, რომელიც ამ მავნე პრაქტიკას არ იყენებს. მაღალჩინოსნები პირდაპირ ბიუჯეტის ფულის მიტაცებაზე არიან გადასულები. ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან თვითონაც და ამდიდრებენ საკუთარ გარემოცვასაც. აუდიტორების დასკვნაში მოხვდა რეკორდული რაოდენობის აიპები, სადაც, სავარაუდოდ, პარტაქტივი ფიქტიურად ჰყავთ გაფორმებული და ხელფასს ბიუჯეტიდან უხდიან.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები