აითაჯის მკვლელობის საქმე - მოწმეებმა ჩვენებები დღესაც 14 წლის გოგოს დედის წინააღმდეგ მისცეს

06.02.24 20:44
აითაჯის მკვლელობის საქმე - მოწმეებმა ჩვენებები დღესაც 14 წლის გოგოს დედის წინააღმდეგ მისცეს

 

 

საბრალდებო სკამზე მჯდომი 14 წლის მოკლული აითაჯის დედა დღეს ისევ მის წინააღმდეგ ჩვენებებს ისმენდა. კიდევ ორი მოწმე, რომლებმაც დაადწსტურეს, რომ მშობელი თანახმა იყო მისი მცირეწლოვანი შვილის გათხოვებაზე. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, დედა წინასწარ აგროვებდა მზითევს აითაჯისთვის.

ეს ყველაფერი კი ყველაზე მძიმე მოსასმენი თავად ბრალდებულისთვის იყო, რომელიც მოწმეებს სიტყვას აწყვეტინებდა და მოსამართლეს საპირისპიროს უმტკიცებდა.

საქმეში დედისა და ბიძის  წინააღმდეგ უკვე არაერთი ჩვენება დევს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები