მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - მაშველები მიწის ქვეშ 6 ადამიანს ეძებენ, 3 სკოლის მოსწავლეა
დამეწყრილი სახლები და მსხვერპლი იმერეთში - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები მიწის ქვეშ 6 ადამიანს ეძებენ, 3 სკოლის მოსწავლეა. მოზარდები ნანგრევებში მამასთან ერთად იმყოფებიან.
"წუხელ ერთი ადამიანი ამოიყვანს, ჩემ აქ არ ყოფნაში, ცოცხალი. დანარჩენების ძებნა მიდის. არასრულწლოვნები არიან, ერთი მამა და სამი ბავშვი, 15-16 წლამდე მოზარდები", - ამბობს ადგილობრივი.
ოფელ ნერგეეთში მიწის მასამ 4 სახლი გუშინ მოიყოლა, ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.