ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, 4 სახლი მოიყოლა, ვეძებთ 6 ადამიანს - იმერეთის გუბერნატორი

07.02.24 10:35
ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა,  4 სახლი მოიყოლა, ვეძებთ 6 ადამიანს - იმერეთის გუბერნატორი

თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია, სამწუხაროდ, 3-ის ცხედარი ვიპოვეთ და დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია.

„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია, სამწუხაროდ, 3-ის ცხედარი ვიპოვეთ და დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ამ ლოკაციაზე იმუშაოს, ცოცხალი ძალა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს,“ - აცხადებს შალამბერიძე.

სოფელ ნერგეეთში მიწის მასამ 4 სახლი გუშინ მოიყოლა, ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები