დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - სოფელ ნერგეეთში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროსითვის მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი და დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი.
„ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი. დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო",- აღნიშნა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები.