ქეთი მელუა "მასტერთან" დუეტის აღებას ითხოვს

07.02.24 10:55
ქეთი მელუა "მასტერთან" დუეტის აღებას ითხოვს

რეპერი გიორგი პავლიაშვილი (მასტერი) აცხადებს, რომ ქეთი მელუამ მოითხოვა სიმღერის წაშლა, სადაც ერთად მღერიან.

პავლიაშვილის თქმით, აღნიშნულს წინ უძღოდა მისი განცხადება ნანი ბრეგვაძის „დრაგ ბოლზე“ მიწვევასთან დაკავშირებით. 

„რევანშით“ მიპასუხეს - ამბობს რეპერი. 

„ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე.

ყურადსაღებია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოვხატე ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის “დრაგ ბოლზე” მიწვევას. ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა ალბათ მათი მხრიდან “რევანშის” დრო იყო. ვფიქრობ, სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია. არ იფიქროთ, ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მით უმეტეს, როცა მსმენელი მას ასე იყვარებს“, - აცხადებს პავლიაშვილი.

მასტერისა და ქეთი მელუას დუეტი, სახელწოდებით „თბილისი, ლონდონი“, youtube-ზე ამ დრომდე იძებნება.

რა არის „დრეგ ბოლი“ ? 

თბილისი პრაიდისა და საინიციატივო ჯგუფის პროექტის მიზანია,  ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და უსაფრთხო სივრცის შექმნა.

„დრეგ ბოლზე“ უკვე იმღერეს ლელა წურწუმიამ  და გიული ჩოხელმა. 

დაგეგმილი იყო ნანი ბრეგვაძის გამოსვლაც, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ქართველმა მომღერალმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო. 

  „სიყვარული მაინც გაიმარჯვებს“ - თქვა მომღერალმა ღონისძიებაზე დისტანციურად ჩართვისას. 

მსგავსი სიახლეები