გაუქმებული სარკინიგზო რეისები - უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზა სრულად პარალიზებულია

07.02.24 11:10
გაუქმებული სარკინიგზო რეისები - უამინდობის გამო საქართველოს  რკინიგზა სრულად პარალიზებულია

მეორე დღეა, მთელს ქვეყანაში სტიქიაა - უამინდობის გამო საქართველოს  რკინიგზა სრულად პარალიზებულია. მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო რეისები არც მომდევნოს 24 საათის განმავლობაში შესრულდება. 

აჭარა,შიდა ქართლი, იმერეთი, გურია და სამეგრელო - ყველგან უმძიმესი  ვითარებაა, სოფლების ნაწილი გარე სამაყროს არის მოწყვეტილი, არ არის შუქი, ათობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.. დანგრეულია გზები ხიდები და ყველგან სპეცტექნიკა მუშაობს. 

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:

  • თბილისი-ბათუმი (802),
  • თბილისი-ზუგდიდი (870),
  • თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
  • ბათუმი-თბილისი (803),
  • ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
  • ფოთი-თბილისი (873),
  • ხაშური-ზესტაფონი (6446)
  • ზესტაფონი-ხაშური (6417).

რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ამასთან, საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, რეისზე არსებული მატარებლები ვერც გუშინ, 6 თებერვალს შეძლეს მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.

საუბარია:

  • ზუგდიდი-თბილისის (869),
  • ბათუმი-თბილისის (801)
  • თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავ შემადგენლობებზე, რომლებიც დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

მსგავსი სიახლეები