ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

07.02.24 12:12
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე - მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ. როგორც ირკვევა, დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნებათ.

თვითმხილველების ცნობით, დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტი. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

 

მსგავსი სიახლეები