სტიქიის მეორე დღე მაღალმთიან აჭარაში - ხულოსა და ქედაში ამ დრომდე მძიმე ვითარებაა

07.02.24 13:27
სტიქიის მეორე დღე მაღალმთიან აჭარაში - ხულოსა და ქედაში ამ დრომდე მძიმე ვითარებაა

მეორე დღეა, სტიქიას ებრძვიან მაღალმთიან აჭრაში - ყველაზე მძიმე ვითარება ხულოსა და ქედაშია, სადაც მეწყერმა გუშინ ორი ადამიანი უკვე შეეწირა.

რეგიონში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, ამიტომ ხალხისთვის სახლებში ღამის გათენება საშიშია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამ საკითხზე საგანგებო განცხადება დღეს პარლამენტის დეპუტატმაც გააკეთა. ტარიელ ნაკაიძემ "ოცნებას" შეახსენა, რომ წლებია ხალხი მეწყერსაშიში ზონიდან გამოსახლებას ითხოვს, თუმცა მმართველი პარტია მათ ამ დრომდე არ იმჩნევს.

წინასწარ გაფრთხილებულები არიან ხელისუფლება. მე როგორც ვიცი, დაღუპულთა შორის მიმართვა აქვს ოჯახებსაც, რომ აქვთ მიმართვები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ცხოვრობენ მეწყერსაშიშ ზონაში და ითხოვდნენ ამ ზონიდან გასვლას. მე არაერთხელ მოვუწოდე ადგილობრივ ხელისუფლებას, ცენტრალურ ხელისუფლებას, აჭარის მთავრობას, რომ ეს ადამიანები გაასახლონ და მათ მისცენ საშუალება, რომ მშვიდობით იცხოვრონ. ამ მიმართულებით არ მუშაობს ხელისუფლება. მოვუწოდებ, დროულად გაიყვანონ ადამიანები, სანამ ტრაგედიის წინაშე დავდგებით", - ამბობს ნაკაიძე.

მსგავსი სიახლეები