ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო - მინისტრის მოადგილე ნერგეეთზე
გახდა თუ არა ხელისუფლების გულგრილობა ბაღდათის ტრაგედიის მიზეზი? - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე უარყოფს უნფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ნერგეეთი მეწყერსაშიშ ზონად იყო გამოცხადებული.
ილია ბეგიაშვილის თქმით, წლების განმავლობაშაქ მსგავსი არაფერი მომხდარა.
ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო. თუმცაღა რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, მაგრამ აქ ათწლეულები ცხოვრობდა ხალხი და ამდაგვარი არაფერი არ ახსოვთ და ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა", - ამბობს ილია ბეგიაშვილი.
დღეს საჯარო გახდა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ გარემოს ეროვნული საგაენტო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ რაიონში მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ აფრთხილებდა.
პროგნოზირებული იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხეც. ჩამონათვალშია სოფელი ნერგეეთიც, სადაც სტიქიას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.