პირველები სტიქიის ეპიცენტრში - შემზარავი ფოტოები ადგილიდან

07.02.24 15:46
პირველები სტიქიის ეპიცენტრში - შემზარავი ფოტოები ადგილიდან

4 გარდაცვლილი და 5 დაკარგული - ამ შედეგით დასრულდა სტიქია ბაღდათში, სადაც სოფელ ნერგეეტში მეწყერი შუაღამეს ჩამოწვა და 4 სახლი მიწით სრულად  დაფარა. გარდაცვლილებს შორის ერთი 20 წლის ახალგაზრდა. 

კიდევ ერთ კაცს  და მის მცირეწლოვან შვილებს ბაღდათში ისევ ეძებენ - ტყუპი დები ძმასთან და მამასთან ერთად მეთორმეტე საათია, საკუთარი სახლის ნანგრევებშია  არიან ჩარჩენილი.  მაშველები ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს, რომლის სახლიც მეწყერმა მიწასთან გაასწორა.

ამასთან, სამძებრო ოპერაციის ეპიცენტრში ცოტახნის წინ, ჟურნალისტები შეუშვეს. 

კადრებში  შემზარავი რეალობა ჩანს -  სოფელ  ნერგეეთში,  იქ სადაც მეწყერი ჩამოწვა, ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული  - სახლები  სრულად   დაფარული  და არაფერი ჩანს. 

მსგავსი სიახლეები