ღარიბაშვილი აჭარასა და იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

07.02.24 15:55
ღარიბაშვილი აჭარასა და იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აჭარასა და იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ღარიბაშვილი თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

4 გარდაცვლილი და 5 დაკარგული - ამ შედეგით დასრულდა სტიქია ბაღდათში, სადაც სოფელ ნერგეეტში მეწყერი შუაღამეს ჩამოწვა და 4 სახლი მიწით სრულად დაფარა. გარდაცვლილებს შორის ერთი 20 წლის ახალგაზრდაა.

მსგავსი სიახლეები