მეწყერული პროცესები სვანეთში - ზვავი სოფელ ჭაალადში ჩამოწვა
მეწყერული პროცესები სვანეთშიც გააქტიურდა - ზვავი სოფელ ჭაალადში ჩამოწვა. გავრცელებული ცნობებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ოფიციალურ უწყებებს ამ ეტაპზე არ გაუვრცელებიათ.