ბაღდადში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა
ბაღდადში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა - ცოტა ხნის წინ, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
"პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელიც სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში იპოვეს, ავთანდილ რობაქიძეა.
ეს არის კაცი, რომლის არასრულწლოვან შვილებს, ტყუპ დებსა და მცირეწლოვან ბიჭს, ამ დრომდე ეძებენ.
ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია "პირველების" კორესპოდენტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
რაც შეეხება ადგილზე არსებულ მდგომარეობას, ადგილზე სამძებრო ოპერაციის არეალი გაიზარდა.
დაკარგულებს ახლა საცხოვრებელი ეზოების გარდა მდინარის კალაპოტშიც და მიმდებარე ტერიტორიებზეც ეძებე. მიწის ქვეშ ჩარჩენილების მოსაძებნად კი ოპერაციას ათობით მაშველი ხელსაწყოებით ახდენს, რადგან მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე დაკარგულების უსაფრთხოების გამო არ შეჰყავთ.