მაღალმთიან აჭარაში 50-მდე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი - მოსახლეობა მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს
სტიქიას ებრძვიან მაღალმთიან აჭარაშიც - 50-მდე სოფელი მეორე დღეა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. აქ ზვავი და მეწყრული პროცესები ერთდროულად გააქტიურდა.
რეგიონში, სადაც უმძიმესი რეალობაა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა. ხალხი წლებია მეწყერსაშიში სოფლებიდან გასახლებასაც ითხოვს, თუმცა "ოცნება" არც ამ პრობლემას იმჩნევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სტიქიის პირისპირ ისინი მარტო დატოვა.
ამ წუთებში 2 ადგილზე ჩამოწვა მეწყერი. დამეწყრილი სახლების რაოდენობა 9 არის. ჩემს სოფელში არავინ არ ყოფილა ხელისუფლებიდან. დავრეკეთ და ტრაქტორი გამოგვიყვეს. სხვა ყურადღება არ მოუქცევიათ. არის ოთხი ოჯახი, რომელიც საფრთხის ქვეშ არის", - ამბობს ადგილობრივი.