"ავფრინ­დით 08:30 სა­ათ­ზე, ვუ­მა­ტებთ სი­მაღ­ლეს და ვად­გენთ კურსს" - ასურეთთან და­ღუ­პულ­თა შო­რის "სქაი თრე­ვე­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიცაა

07.02.24 17:35
"ავფრინ­დით 08:30 სა­ათ­ზე, ვუ­მა­ტებთ სი­მაღ­ლეს და ვად­გენთ კურსს" - ასურეთთან და­ღუ­პულ­თა შო­რის "სქაი თრე­ვე­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიცაა

 

 

 

ასურეთში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ საფ­რენ აპა­რატ­ში მყო­ფი სა­მი­ პირი, ფო­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სტა­დი­ო­ნი­დან კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით საც­დელ ფრე­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რათა მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ სა­ჰა­ე­რო ბურ­თით ყვე­ლა­ზე დიდ მან­ძილ­ზე გაფ­რე­ნა­ში.

აფრენიდან მალევე, სა­ჰა­ე­რო ბურ­თი მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცემ ხაზს შე­ე­ჯა­ხა, სამივე მგზავრი გარდაიცვალა. 

და­ღუ­პულ­თა შო­რის არის "სქაი თრე­ვე­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა,  ტელეკომპანია იმედის ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი. 

"მივ­დი­ვარ ფოთ­ში, მთლი­ან სა­ქარ­თვე­ლოს უნდა გა­და­ვუფ­რი­ნო სა­ჰა­ე­რო ბურ­თით. აქამ­დე ეს არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია", - ამ­ბობს შვილის მიერ გადააღებულ ვი­დე­ო­ში უთურ­გა­უ­რი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში კი "სქაი თრე­ვე­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი წერდა: "ავფრინ­დით 08:30 სა­ათ­ზე. ვუ­მა­ტებთ სი­მაღ­ლეს და ვად­გენთ კურსს".