ბაღდათში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა
ბაღდათში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.
"პირველების" ინფორმაციით, სოფელ ნერგეეთში ნაპოვნია მოზარდის ცხედარი.
დაკარგულებს ახლა საცხოვრებელი ეზოების გარდა მდინარის კალაპოტშიც და მიმდებარე ტერიტორიებზეც ეძებენ. მიწის ქვეშ ჩარჩენილების მოსაძებნად კი ოპერაციას ათობით მაშველი ხელსაწყოებით ახდენს, რადგან მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე დაკარგულების უსაფრთხოების გამო არ შეჰყავთ.