რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა აშშ-ის საელჩოში წერილი შეიტანეს

07.02.24 19:10
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა აშშ-ის საელჩოში წერილი შეიტანეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში წერილი შეიტანეს - მედიკოსები დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, რომ არსებულ სიტუაციას კარგად გაეცნონ და მხარი დაუჭირონ პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს.

გაფიცული ექიმები იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი პრემიერი პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და არ დაუშვებს დედაქალაქის მთავარი საავადმყოფოს დემონტაჟს.

მიზანია, გავაგებინოთ დასავლეთ სამყაროს ჩვენი ტკივილის შესახებ, ჩვენი საჭიროების შესახებ. ასევე, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ახალი პრემიერი გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ტკივილს, გასაჭირს და აუცილებლად მიიღებს ზომებს, რაც დაგვეხმარება ჩვენ მუშობის გაგრძელებაში და 15 მარტს არდაკვეტაში", - აცხადებენ მედიკოსები.