გახდა თუ არა ხელისუფლების გულგრილობა კიდევ ერთი ტრაგედიის მიზეზი? - რა წერია გამაფრთხილებელ დოკუმენტში

07.02.24 20:10
გახდა თუ არა ხელისუფლების გულგრილობა კიდევ ერთი ტრაგედიის მიზეზი? - რა წერია გამაფრთხილებელ დოკუმენტში

 

ტრაგედიის ეპიცენტრი სოფელი ნერგეეთი სტიქიის ზონად ჯერ კიდევ 2023 წელს გამოცხადდა. ის ბაღდათის რაიონის იმ სოფლებს შორის მოხვდა, სადაც გარემოს ეროვნული  სააგენტოს სპეციალისტები მეწყრული პროცესების გააქტიურებას წინასწარ პროგნოზირებდნენ. ანუ გარემოს დამცველები ერთი წლის წინ აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ ნერგეეთში საფრთხე არსებობს. ეს წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც  პრევენციისთვის მთავრობას გადაეგზავნა

გახდა თუ არა ხელისუფლების გულგრილობა კიდევ ერთი ტრაგედიის მიზეზი? ფაქტია, რომ გაფრთხილება იყო, მაგრამ არავინ შეიმჩნია. არადა თუ პასუხისმგებელი პირები  მოქმედებაზე  გადავიდოდნენ და მეწყრული ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდებოდა, მაშინ უმძიმესი ტრაგედია თავიდან იქნებოდა აცილებული. ხელისუფლება  პასუხისხმგელობას იხსნის. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს ტყუილის თქმაც კი დასჭირდა, რომ კითხვები თავიდან აეცილებინა.  

რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში და რისი გაკეთება შეეძლო ხელისუფლებას ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით? - ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.